საზოგადოება
სამცხე–ჯავახეთის რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება 2024–2025 წლებში
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 2024–2025 წლებში სამცხე–ჯავახეთში ბუნებრივი აირი 31 სოფელში შევა.

2024 წელს გაზიფიცირებისთვის გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება სამცხე–ჯავახეთის 6 სოფელში. ესენია:

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ოთა;

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები: საყუნეთი, ტყემლანა და ზიკილია;

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები: წახანი და წახნისწყარო.

მიმდინარე წელს საპროექტი პროექტი მომზადდება და 2025–ში გაზიფიცირება დაიწყება რეგიონის 25 სოფელში.

აღნიშნული დასახლებული პუნქტებია:

ადიგენის მუნიციპალიტეტი - ზემო ენთელი, ქიქინეთი;

ასპინძის მუნიციპალიტეტი - რუსთავი, ტოლოში, აწყვიტა;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - აბული, ბუზავეთი, მოდეგამი, დიდი სამსარი, პატარა სამსარი;

ახალციხის მუნიციპალიტეტი - გურკელი, წინუბანი, გიორგიწმინდა, მუგარეთი, საძალი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტი - საკირე, ტაძრისი, დგვარი, ჭობისხევი-ლარები;

ნინოწმინდა - გორელოვკა, ჟდანოვი, სამება, ორლოვკა, ეფრემოვკა.

წყარო : ,,სამხრეთის კარიბჭე''
Print