საზოგადოება
საჩუქარი ემიგრანტ მრავალშვილიან დედებს
"ემიგრანტ დედებს" - საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი მრავალშვილიანი დედებისთვის, რესტორან "თეთრ ღამეში" საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი, ორგანიზაციის "ემიგრანტო დაეხმარე ემიგრანტს" ხელმძღვანელი მარინა სამსონიძეა, რომელიც წარმოშობით ბორჯომიდანაა და თავადაც წლებია ემიგრაციაში იმყოფება საბერძნეთში.

არაერთ ქველმოქმედებასთან ერთად, მარინა სამსონიძემ ემიგრანტ დედებს სიურპრიზებით სავსე საღამო აჩუქა, მათ დღესასწაული მიულოცა და ერთ-ერთ მათგანს ფულადი თანხა გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ათენში - კონსული გელა ჯაფარიძე და კონსულის თანაშემწე ლაშა კიკვაძე.



ვიდეოს ავტორი: კახი სიბოშვილი

Print