საზოგადოება
ბორჯომში ცენტრი "ნაბიჯები" იწყებს რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის მიწოდებას
ცენტრში ,,ნაბიჯებში''  ჩატარდა ნევროლოგის მაია გურეშიძისა და ოკუპაციური თერაპევტის ნინო ჭუმბურიძის კონსულტაციები.
1 მარტიდან ჩვენი ცენტრი იწყებს ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის მიწოდებას.

რეაბილიტაცია -აბილიტაციის პროგრამა
ვინ არის მოსარგებლე

3 წლიდან 18 წლამდე განვითარების, ზოგადი აშლილობის, R 62.2 გონებრივი განვითარების ჩამორჩენის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისა და განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები.

პროგრამის მიზანიბავშვისა და ოჯახის გაძლიერება.

ბავშვის ფიზიკური დაინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება.

ზოგადი ჯანმრთელობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ⭕ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობა.

რას მოიცავს სერვისი
თვეში მომსახურება გულისხმობს 20 საათს. პროგრამაში შედის:
ქცევითი თერაპია, ფიზიკური თერაპია, აკადამიური თერაპია, მეტყველების თერაპია, ხელოვნების თერაპია და ოკუპაციური თერაპია.
საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის/ნერვოლოგის კონსულტაცია.
Print