ახალი ამბები
"დილით საშინელი ხმაური იყო, დავინახე რომ სახურავი ქარს მიჰქონდა" - ნინო ბარბაქაძე ახალდაბიდან
დღეს დილით ძლიერმა ქარმა, ახალდაბაში მცხოვრები ბარბაქაძეების 3 წევრიანი ოჯახი განსაკუთრებით დააზარალა. საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. ახლა მათ სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. დაზიანდა ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები.

ძლიერი ქარის და ნალექის შედეგად, ახალდაბაში სავარაუდოდ 4 სახლი დაზიანდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა დაზარალებულებს დაეხმარება.

Print