ახალი ამბები
2023 წელს საქართველოში 56 ბავშვი გაშვილდა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასული 2023 წლის მონაცემების მიხედვით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე 113-ია.

მშვილებელ პირთა რაოდენობა 1 975-ს შეადგენს.

რაც შეეხება 2022 წელს, სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 154 ბავშვი იყო, 60 კი გაშვილდა.
Print