არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის
გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შემთხვევა ხაშურში მომხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის "გ"
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის
გაუპატიურებას გულისხმობს.
წყარო: www.interpressnews.ge