საზოგადოება
ბაკურიანში, უბედური შემთხვევისას დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემურება
ბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. მასქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება. ინფორმაციას ,,მთავარი არხი'' ავრცელებს.
შეგახსენებთ რომ, ბაკურიანში ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე , ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.
შემთხვევა სრიალის დროს მოხდა, 40 წლამდე კაცი, სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ტრასაზე, ის მოზარდს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით დაშავებულს, ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი. ის ბაკურიანის კლინიკაშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით გარდაცვლილი კაცი ადგილობრივი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის 116 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print