საზოგადოება
3–5 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეებად 2024 წლის 3–5 იანვრი განისაზღვრა.

"ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას", – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print