ახალი ამბები
"ავტოსადგურებს მიეცემათ დრო, რომ ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ" - ნიკოლოზ გვენეტაძე "კვირის ამბებში"
ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო. მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა. პარლამენტმა ცვლილება უკვე მიიღო. ცვლილებების ავტორი კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. რას გულისხმობს სიახლე და რა იცვლება პრაქტიკაში, აღნიშნულ თემაზე "კვირის ამბების" სტუმარია ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ გვენეტაძე.
Print