ახალი ამბები
დღეიდან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო
დღეიდან, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო.

ეს არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღეს სრულდება.

აღნიშნული კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა.

ტელეკომპანია "ბორჯომი" გმობს ძალადობას და ერთიანდება ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციისათვის.
Print