"პრივატიზებულია 180 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება" - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი
ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური
საბჭოს სხდომა გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოისმინა სახელმწიფო
ქონების პრივატიზების შესრულების ანგარიში. აღინიშნა, რომ დღეის
მდგომარეობით პრივატიზებულია 180 000 000 ლარის
სახელმწიფო ქონება, საიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია
121 445 138 ლარი.
საბჭოს წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე
იმსჯელეს.