საბავშვო ბაღთან სროლა იყო-დაჭრილია მშობელი
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე
მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით,
ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან
შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც შელაპარაკების შედეგად მოხდა.
გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ადგილზე მდებარე საბავშვო ბაღის
აღსაზრდელის მშობელი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა
დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის
უკანონო ტარებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო აიპიენი