საზოგადოება
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის გოგო დაიღუპა
ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: ,,მთავარი არხი''

Print