საზოგადოება
ზამთრის საბურავების არ ქონის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდებით
ავტომობილების ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ორ კანონში - “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტში უკვე შევიდა. დამტკიცების შემთხვევაში საკითხს კანონი დაარეგულირებს. რას ფიქრობენ ბორჯომში მძღოლები და ემზადებიან თუ არა საბურავების შესაცვლელად, დეტალები სიუჟეტში.
Print