კაცი, რომელმაც ბოლნისში ცოლი
მოკლა და შვილი დაჭრა, კლინიკაშია გადაყვანილი.
მან თვითდაზიანებები მიიყენა და
მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოშია 15 წლის გოგოც, მას დაზიანებები
ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება ცოლ-ქმრის კიდევ ორი შვილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და და 118-ე
მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა
და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
წყარო: მთავარი არხი