ბორჯომში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერთიფიკაციო გამოცდები მიმდინარეობს
15:58 / 13.09.2023
ბორჯომში საუბნო საარჩევნო კომისიის
ხელმძღვანელი პირების სასერთიფიკაციო გამოცდები მიმდინარეობს.
გამოცდების მიზანია 2024 წლის არჩევნებისთვის მოამზადოს კვალიფიციური
კარები.
სასერტიფიკაციო გამოცდების განხორციელების მიზნით საარჩევნო
ადმინისტრაციამ კომპლექსური სამუშაოები ჩაატარა. მათ შორის, ქვეყნის
სხვადასხვა რეგიონში უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა,
რათა მსურველებს შესაძლებლობა ჰქონოდათ მათთვის სასურველ ლოკაციაზე
ჩაებარებინათ გამოცდა. შემუშავდა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები,
რომლებიც გამოცდამდე რამდენიმე თვით ადრე, ჯერ კიდევ 25 მაისიდან იყო
საჯარო და მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მას როგორც
ცესკოს, ისე სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე.
გამოცდები ორ ეტაპად სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება.
შესაბამისად, მათ, ვისაც გამოცდის ჩაბარება სექტემბერში სურთ,
რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2-დან 8 სექტემბრის ჩათვლით დისტანციურად
ვებგვერდზე registration.cec.gov.ge, ან ამავე პერიოდში მიმართონ
საგამოცდო ცენტრებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მცხეთა, ბორჯომი,
ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო,
ოზურგეთი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, შუახევი.
ოქტომბერში გასამართ გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა კი
რეგისტრაცია უნდა გაიარონ 14-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით დისტანციურად
ვებგვერდზე registration.cec.gov.ge, ან მიმართონ საგამოცდო ცენტრებს
შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი,
რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო. უშუალოდ გამოცდები კი 25 ოქტომბრიდან
დაიწყება.