ბორჯომში საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა
ბორჯომში, თორის ქუჩაზე მდებარე
მრავალსართულიან კორპუსში, ცეცხლი საცხოვრებელ ბინას გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.
დაახლოებით 10 კვ. მ ფართობზე დამწვარია საოჯახო ნივთები. ადგილზე
მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების ჯგუფები
და სამართალდამცველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. რა მიზეზით გაჩნდა ბინაში
ცეცხლი, ამას შსს გამოიძიებს.