ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმართვა ვიზიტორებს
12:44 / 10.08.2023
გარემოს ეროვნული სააგენტო
გვაფრთხილებს, რომ აგვისტოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, რაც
ქვეყნის მასშტაბით, ტყის ხანძრების რისკს ზრდის.
პრევენციის მიზნით, სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს განცხადებები,
გაგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები და საზოგადოებას მოუწოდეს: ნუ
დატოვებენ კოცონს უყურადღებოდ.
ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში კი
დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე. ვიზიტორები გააფრთხილა და მათთვის
გარკვეული რეკომენდაციები გასცა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის
ადმინისტრაციამაც.