საზოგადოება
7 აგვისტო გლოვის დღეა
7 აგვისტო გლოვის დღეა - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა.

2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიამ 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გრძელდება სამძებრო ოპერაცია დაკარგული 17 ადამიანის მოსაძებნად.
Print