რა იციან ბორჯომში დაგროვებითი პენსიის წესის ცვლილებაზე
11:07 / 06.08.2023
7 აგვისტოდან საპენსიო დანაზოგის
ინვესტირების წესი იცვლება. დაგროვებითი პენსიის პროგრამის
მონაწილეები თავად გადაწყვეტენ,2019 წლიდან დღემდე დაგროვებული
თანხა რა რისკის მატარებელ პორტფელებში დააბანდონ. საუბარია, მაღალ,
საშუალო და დაბალ რისკიან პორტფელებზე, რომლებიც რისკებთან ერთად
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებს გარკვეულ სარგებელსაც
მოუტანს. რა იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ დაგეგმილი სიახლის
შესახებ.