საზოგადოება
წელს ბორჯომს სამის ნაცვლად ოთხი საპატიო მოქალაქე ეყოლება
წელს ბორჯომს 3-ის ნაცვლად 4 საპატიო მოქალაქე ეყოლება. მეოთხე საპატიო მოქალაქეს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი და მისი ბიურო დაასახელებს. ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ, საპატიო მოქალაქეების გამოვლენა და დაჯილდოება ბორჯომ-ქალაქობის დღესასწაულზე ხდება. წელს, სახალხო დღესასწაულის ჩატარება სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
Print