საზოგადოება
ტაძრისში გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღე აღნიშნეს
სოფელ ტაძრისში ათონელობა აღნიშნეს. წმინდანის ხსენების დღე სოფელში უკვე სახალხო დღესასწაულად იქცა.
სპორტსმენები ერთმანეთს ჭადრაკში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ. დღესასწაულზე გამოფენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, ათონელობა კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილება მიიღეს ადგილობრივმა შემსრულებლებმა. გაიმართა დოღიც.
გიორგი მთაწმინდელი-ათონელის სასულიერო ცხოვრება ტაძრისს უკავშირდება. მან პირველი ნაბიჯები ტაძრისის დედათა მონასტერში გადადგა სადაც 3 წელი ცხოვრობდა.



Print