საზოგადოება
რა ეტაპზეა დევნილებისთვის ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები

ნადია ციყელაშვილის ოჯახი ერთ-ერთია მათს შორის ვინ ბორჯომში, დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსის მშენებლობის დასრულებას ელოდება.


ახალ უბანში ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, მშენებელმა კომპანიამ იქ მდგარი შენობების დემონტაჟი განახორციელა და ტერიტორია შემოსაზღვრა.

ციყელაშვილბის ოჯახის გარდა ბორჯომის მუნიციპალიტეტი კიდევ 4 ოჯახს უზრუნველყოფს ქირით. რაც შეეხება ახალი საცხოვრებლის მშენებლობას,
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩვენს კითხვებს წერილობით პასუხობენ. მათი თქმით
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ.

ამ ეტაპზე, ბორჯომში შემოიღობა მშენებლობის ადგილი და მიმდინარეობს ტერიტორიის მოწყობა-მოწესრიგება, სადაც დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 150 ბინა აშენდება. ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს. ბორჯომში დევნილებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “საბა კონსტრაქშენი” აშენებს.

 


Print