საზოგადოება
გახშირებული ვანდალიზმის ფაქტები ბორჯომში
გატეხილი სკამები, დაზიანებული გარე განათება და ინფრასტრუქტურა, ასეთი რეალობაა დღეს ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე თუ სკვერში. ადგილობრივების თქმით ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა.

ქალაქში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტებზე მონიტორინგს მერია ვიდეოკამერების საშუალებით ახორციელებს.

ბორჯომში ვანდალიზმის გახშირებულ ფაქტებზე ამ დრომდე არავინ დასჯილა. ბორჯომის მერი მოუწოდებს მოსახლეობას არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა
Print