საზოგადოება
ბორჯომის ქუჩებში საპარკინგე ადგილები უფასოა
ბორჯომში ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, ქალაქში მანქანების რაოდენობაც იმატებს, რაც საპარკინგე ადგილების სრულ ათვისებას იწვევს. ქალაქის მასშტაბით რამდენიმე საპარკინგე ადგილია, სადაც მანაქანის გაჩერება უფასოა.

მიუხედავად იმისა რომ საპარკინგე ადგილებზე დგას ნიშანი, სადაც წერია რომ ბორჯომში პარკინგი უფასოა, გარკვეულ ადგილებზე თვითნებურად დგანან პირები, რომლებიც მძღოლებს თანხას ახდევინებენ.


Print