საზოგადოება
ძლიერი სეტყვა ბაკურიანში
ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა ბაკურიანში.

ძლიერი წვიმა და სეტყვა ბაკურიანში საღამოს 22:30 წუთზე დაიწყო. სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ჭექა-ქუხილი და ძლიერი წვიმა ბაკურიანში ახლაც გრძელდება. ბოლო სამი დღის განმავლობაში ბაკურიანი ორჯერ დაისეტყვა.

წვიმა და სეტყვა იყო სოფელ ციხისჯვარშიც. სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა კვირის ბოლომდე გარძელდება.
Print