საზოგადოება
ცხოველის ალიკაპის გარეშე გასეირნებისთვის 150 ლარით დაჯარიმდებით
ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. განმეორებით წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებას, რომელიც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა.
Print