საზოგადოება
მართვის მოწმობის გაცემა შემცირდა
ბოლო ერთ წელში, მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მსურველთა მიმართვიანობა უცვლელია, თუმცა თითქმის განახევრდა მართვის მოწმობის გაცემის რაოდენობა. ეს ყველაფერი 2022 წლის აპრილში შესულმა ცვლილებამ გამოიწვია, რაც ერთის ნაცვლად, ორ ეტაპიან პრაქტიკულ გამოცდას გულისხმობს. 


მომსახურების სააგენტოს, დირექტორის მოადგილის, იმედა მაკასარაშილის განცხადებით, პირველი სექტემბრიდან სატვირთო და სამგზავრო-სატრანსპორტო მძღოლობის მსურველებისთვისაც გამოცდა 2 ეტაპიანი გახდება, მათგანმ ერთი იქნება რეალურ სივრცეში.
იმედა

მართვის მოწმობის აღების მსურველებს შეუძლიათ წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ ონლაინ,სააგენტოს ვებ-გვერდზე, ასევე მიმართონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს.


Print