საზოგადოება
ბორჯომში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის გარე ინტერიერი. ასევე, შეიცვლება იატაკი, სახურავი, მოპირკეთდება ჭერი და მოეწყობა ალუმინის ვიტრაჟები.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანია, საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ, ასევე, საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია.
Print