საზოგადოება
ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მორიგი წარმატება
ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, ოთარ ოთარაშვილი,ლიზი ხაჩიძე და მათი პედაგოგი მარინე რატიანი მიწვეულნი იყვნენ, ჩეხეთში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე ART-DUO-ზე მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი 2023 წლის 13-15 მაისს ჩატარდა პრაღაში.


კონკურსიდან ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ამჯერადაც გამარჯვებულნი დაბრუნდნენ.

ლიზი ხაჩიძემ მოიპოვა - I პრემია, ხოლო ოთარ ოთარაშვილმა - II პრემია.
Print