საზოგადოება
ბაკურიანელი "მფრინავი ტორპედო", კობა წაქაძე 89 წლის გახდა
დღეს, 19 მაისს, ლეგენდარული
ქართველი სპორტსმენის, მფრინავ ტორპედოთ წოდებული, კობა წაქაძე 89
წლის გახდა.
კობა წაქაძე 1934 წლის 19 მაისს ბაკურიანში დაიბადა. 1953 წელს მან
საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა. ამის შემდეგ იგივე ტიტულს კიდევ
ოთხჯერ დაეუფლა.
სამჯერ საკავშირო თასი დაისაკუთრა, 1961 წელს კი საბჭოთა კავშირის
ხალხთა ზამთრის სპარტაკიადა მოიგო. მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის
მონაწილემ 1972 წელს 38 წლის ასაკში მოიპოვა საბჭოთა კავშირის
ჩემპიონობა და საკავშირო თასი.
სპორტის დამსახურებული ოსტატი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
გააზიარეთ :