ახალი ამბები
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.



პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საყრდენი კედელი, შიდა ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს-ტრენაჟორები, ფანჩატური, წყლის ბიუვეტი, დეკორატიული საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდება დეკორატიული ლამპიონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.




პროექტი ორ ეტაპად განხორციელება და მისი საერთო ღირებულება 846 155 ლარს შეადგენს.


(R)
Print