საზოგადოება
ბორჯომში 164 ვიდეკამერაა დამონტაჟებული
დანაშაულის პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამცხე -ჯავახეთში მათ შორის ბორჯომში ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერების რაოდენობა გაიზარდა. ამაზე ადგილობრივი მძღოლები საუბრობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში ზოგადი ხედვის 395 და ნომრის ამომცნობი 130 კამერაა დამონტაჟებული.
2022 წლის იანვარი-დეკემბრის პერიოდის ინფორმაციით, მხოლოდ ბორჯომში, ზოგადი ხედვის 157, და ნომრის ამომცნობი 7 ვიდეოკამერაა.
რაც შეეხება ჯარიმებს, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სამცხე- ჯავახეთში 10 865 ჯარიმა დაიწერა. ჯარიმებიდან დარიცხულმა თანხამ კი 545 180 ლარი შეადგინა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დაწერილი ჯარიმებისგან შესული თანხა ადგილობრივ ბიუჯეტს ავსებს.

Print