საზოგადოება
გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელი ემსხვერპლა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელია.

საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც, თვითმხილველთა თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ეკიპაჟის წევრები - პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს, იგი „გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო:interpressnews.ge
Print