საზოგადოება
Facebook შეფერხებით მუშაობს — მეგობრობის მოთხოვნები უკონტროლოდ იგზავნება
Facebook დღეს შეფერხებით მუშაობს. მომხმარებელთა ცნობით, მეგობრობის მოთხოვნები შესაბამის ღილაკზე დაჭერის გარეშე, უკონტროლოდ, იგზავნება.

მედიაში ხარვეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა Downdetector პლატფორმაზე დღის განმავლობაში პრობლემებთან დაკავშირებით არაერთი მომხმარებელი იტყობინება. მათი 63% Facebook აპლიკაციის პრობლემას ასახელებს, 27% — ვებგვერდის, 10%-ს კი თავად სოციალურ ქსელში შესვლა უჭირს.

როგორც ქართველი მომხმარებლებისგან ვიგებთ, მეგობრობის შემოთავაზებიდან (People you may know-დან) მეგობრობის მოთხოვნები ავტომატურად იგზავნება.

წყარო: on.ge

Print