საზოგადოება
ნაქალაქევში ახალგაზრდა კაცს მეორე დღეა ეძებენ
სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ 28 წლის კაცს, მდინარე მტკვარში, მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
,,სამხრეთს კარიბჭის'' ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებებში გუშინვე უნდა ჩართულიყო თბილისიდან ჩამოყვანილი მყვინთავების ჯგუფი. 

ცნობისთვის, 28 წლის კაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა. იგი სოფელ თმოგვიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში უნდა მისულიყო.

ფერმამდე მისასვლელად კაცი მტკვარზე უნდა გადასულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ის წყალში ჩავარდა. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე ხიდი არ არის, მოსახლეობა წყალზე გაჭიმული ბაგირით სარგებლობდა, რომელზეც კალათა იყო ჩამოკიდებული.

სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ, მოსახლეობამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მტკვარში მისი ზურგჩანთა იპოვეს.

წყარო: ,,სამხრეთის კარიბჭე''
Print