საზოგადოება
ბორჯომის მერიამ აპრილში სოციალურ პროგრამებზე 187 488 ლარის დაფინანსება გასცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ,
სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილის თვეში 187 488 ლარის
დაფინანსება გასცა.
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 771 ბენეფიციარს
გაუწია.
144 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 103 324 ლარი
გამოიყო.
მედიკამენტების შესაძენად 80 ბენეფიციარი 13 643 ლარით
დაფინანსდა.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 20 პაციენტი 14 278 ლარით
დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა,
დედმამით ობლებმა და სხვა ბენეფიციარებმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 23-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.
პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად
დაუცველ ბენეფიციართა მხარდაჭერა.
(R)
ამავე თემაზე:
კარდიოლოგიური პაციენტები,
ახალშობილები, მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები -
ვის ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის განახლებული სოციალური
პროგრამა
გააზიარეთ :