საზოგადოება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ დგვარსა და ჭობისხვებში.




სოფელ დგვარში გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა და ჯამში, 1 კმ არმირებული ბეტონის საფარიანი გზა მოეწყო. პროექტი ითვალისწინებს, სანიაღვრე არხის და ეზოებამდე მისასვლელი გზის მოწყობას.

ხოლო, ჭობისხევში საჯარო სკოლის უკან მდებარე უბანში არმირებული ბეტონის საფარიანი გზა დაიგება.
ამ დროისათვის გზის დამცავი კედლების მოწყობა მიმდინარეობს.



უახლოეს დღეებში გზის რეაბილიტაცია დაიწყება სოფელ დვირში და ქვაბისხევში.

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 9 კმ-მდე შიდა საუბნო და საქალაქთაშორისო გზა მოეწყობა.


გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
Print