საზოგადოება
აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი ერთ-ერთ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს - თავდაცვის სამინისტრო
უწყების ცნობით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდგლობის სერჟანტი, 1978 წელს დაბადებული პირია.

დეტალები: როგორც სამინისტროში ამბობენ, კაცი გვიან ღამით იპოვეს.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოკითხული არიან მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო.

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, რომელმაც უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხჩო. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: მთავარი
Print