ახალი ამბები
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს 50% წარმატებით აბარებს
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ერთი წელი შესრულდა, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა. მეორე ეტაპი გულისხმობს რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას.

ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის 30 000-მდე კანდიდატი გავიდა.

ორეტაპიანი გამოცდის მოდელის დანერგვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.
Print