ახალი ამბები
რა ღირს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ბორჯომში
ქალაქის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 20 თეთრი ღირს. სოფლებამდე კი ღირებულება მანძილის მიხედვითაა განსაზღვრული. მგზავრები ტარიფს ბარათით იხდიან. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 14 საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. უკვე 5 წელია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა ყველა მიმართულებით მგზავრობის ღირებულებას ბიუჯეტიდან ასუბსიდირებს. წლის ბოლომდე, მუნიციპალიტეტი ახალი სატრანსპორტო საშუალების დამატებასაც გეგმავს.





(R)
Print