საზოგადოება
ბორჯომის სამუსიკო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
ბორჯომის სამუსიკო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ანსამბლი ოქტავა და სამუსიკო სკოლის პედაგოგები.

14 აპრილის აღსანიშნავი ღინისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული. საღამოს ბოლოს მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. საპროტესტო გამოსვლებმა შედეგი გამოიღო. ქართული ენა ისევ სახელმწიფო ენად დარჩა.


Print