საზოგადოება
,,ეს სტიპენდია ჩემი შრომის დაფასებაა''-ბორჯომელი სტუდენტი
რატი ჩადუნელი ერთ-ერთია იმ სტუდენტესბს შორის, ვინც ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან მაღალი აკადემიური მოსწრების გამო სტიპენდია მიიღო,
რატი პირველი კურსის სტუდენტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს. ამბობს რომ ეს მისი პირველი სტიპნდიაა.

მიმდინარე სემესტრში სტიპენდია, ბორჯომის მერიისგან 41-მა სტუდენტმა მიიღო. თანხა რომლისაც ახალგაზრდები მაღალი შეფასებისთვის იღებენ 1000 ლარს შეადგენს
იმისათვის რომ სტუდენტების წახალისების პროგრამით ისარგებლოთ საჭიროა სწავლობდეთ აკრედიტირებულ უნივერსიტეტში და გქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება
სტიპენდია წელიწადში ორჯერ, სემესტრის ბოლოს გაიცემა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან 300 მა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია.



Print