საზოგადოება
''აწარმოე საქართველოში,, -საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან
დღეს ბორჯომში ,,აწარმოე საქართველოს’’ პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვადრა გაიმართა . საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა პროექტის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა ბორჯომის მერი, რომელიც პროექტის ბენეფიციარებს მხარდაჭერას დაპირდა.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე მეწარმეებს დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭრით.
გრანტის მოცულობა არაუმეტეს 30 000 ლარია.
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების მიღება 3 აპრილს დაიწყებადა 27 აპრილამდე გაგრძელდება.


Print