Error
საზოგადოება
ტაბაწყურში დაპირებული საბავშვო ბაღი აშენდება
ბორჯომის მაღალმთიან ზონაში, ტაბაწყურის თემში შემავალი ოთხი სოფელი წლებია საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობამ ამის შესახებ პირველად ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის" პროექტის ფარგლებში, ტაბაწყურში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. სატელევიზიო დისკუსიას სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ესწრებოდა, რომელიც ადგილობრივებს საკითხით დაინტერესებას დაჰპირდა. ამას მოყვა ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის პეტიცია საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნით. სააღმზრდელო დაწესებულების შენობის პრობლემა ისევ დღის წესრიგში დგას დაბა ბაკურიანში. რა გეგმები აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტს პრობლემის მოსაგვარებლად. როდის აშენდება და რამდენ ბავშვზე იქნება გათვლილი თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება ნახეთ სიუჟეტში.
Print