ახალი ამბები
ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების წარმატება
თბილისში ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში გაიმართა მუსიკოს შემსრულებელთა მე-9 საერთაშორისო კონკურსი " ნორჩი ვირტუოზები". კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის სამუსიკო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა.


ჟიურის წევრებმა აღნიშნეს რეგიონებიდან ჩამოსული პატარა მუსიკოსების დიდი წინსვლა და მომზადების მაღალი დონე. მათ შორის გამორჩეულად დასახელდა ბორჯომის სამუსიკო სკოლა.

კონკურსში მოსწავლეებმა სხვადასხვა კატეგორიებში მაღალი საპრიზო ადგილები დაიმსახურეს:

ბარბარე მაჩაიძე II კლასი (პედაგოგი მ. რატიანი) - I ადგილი
შალვა არბოლიშვილი III კლასი (პედაგოგი მ. გაბაშვილი) - II ადგილი
ნინო ცაგურიშვილი III კლასი ( პედაგოგი მ. ქიტიაშვილი) - III ადგილი
ერეკლე გელაშვილი III კლასი (პედაგოგი მ. ქიტიაშვილი) - II ადგილი
ილია ალთუნაშვილი Vკლასი (პედაგოგი მ.გაბაშვილი) - I ადგილი
ოთარი ოთარაშვილი V კლასი (პედაგოგი მ. რატიანი) – II ადგილი
ლიზი ხაჩიძე V კლასი ( პედაგოგი მ. რატიანი) - I ადგილი


Print