საზოგადოება
დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს
დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღომში 12 წლის გოგოს ეძებდნენ.
არსებული ცნობებით, ბილოს ბავშვი პეტრიწის ქუჩაზე სკვერში შენიშნეს. გვიან ღამით ის სკვერიდან მოშორებით გარდაცვლილი ნახეს. ადგილზე პილიცია, სამაშველო, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს


წყარო: mtavari.tv
Print