საზოგადოება
უნდა იყოს თუ არა ჯარი სავალდებულო-შეფასებები ბორჯომიდან
ბოლო პერიოდში საქართველოში ისევ დღის წესრიგში დადგა სამხედრი სავალდებულო სამსახურის საჭიროება. 1 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის კომენტარი, რომელშიც ის ამბობდა, რომ სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნიდა. შემდეგ კი დაკონკრეტდა რომ

• ახალი კოდექსით, სტუდენტებს, ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში, არდადეგებისა და უქმეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი ექნებათ:

• თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;

• ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;

• ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტის სტატუსი ავტომატურად გულისხმობს, რომ ახალგაზრდას სამხედრო სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვევენ. კანონმდებლობის თანახმად, ჯარში მიჰყავთ 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა კაცები.

საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს. ჩვენ მოსახლეობას ვკითხეთ რას ფიქრობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და სტუდენტების ჯარში გაწვევის ახალ წესზე.


Print