საზოგადოება
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკავი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტი ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა.

30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო:„ინტერპრესნიუსი
Print