საზოგადოება
10 მარტს პარლამენტის პლენარული სხდომა დანიშნეს - დღის წესრიგში ერთი საკითხი იქნება
საქართველოს პარლამენტის ვებსაიტის თანახმად, ხვალ, 10 მარტს, ბიუროს სხდომა დაინიშნა. 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე „ჩაგდება".


ამჟამად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად გააფორმოს პოლიტიკური გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის „ჩაგდების" შესახებ.

9 მარტს საქართველოს პარლამენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა.
Print